„გამოუსედაგარი ნივთებით შექმნილი ქანდაკებები“
08 დეკემბერი, 2013
 „გამოუსედაგარი ნივთებით შექმნილი ქანდაკებები“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თვითნასწავლი ხელოვანის ლევან ბუჯიაშვილის მინიატურული ქანდაკებების გამოფენას პარტონიქსის საგამოფენო დარბაზმა უმასპინძლა.

სხვადასხვა კომპინაციითა და მასალით შექმნილმა პერსონაჟებმა დამთვალიერებლების მოწონება დაიმსახურა. 

გამოფენაზე 100-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი, რომიც ავტორმა 1997 წლიდან 2013 წლებში შექმნა. "ნამუშევრები სხვადასხვა მასალითაა შექმნილი. ეს არის ბრინჯაო, ქვები, ძვლები. ეს ეწყობა უცხოელები ორგანიზებით, ერთ-ერთი მათგანი სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი და გამოფენის გაკეთების იდეაც თვითონ შემომთავაზა" - აღნიშნა ლევან ბუჯიაშვილმა.

თამუნა ლოსაბერიძემ ლევან ბუჯიაშვილის გამოფენის შესახებ მეგობრებისგან გაიგო და გამოფენა ძალიან მოეწონა. "ერთი შეხედვით თითქოს გამოუსედაგარი ნივთებით აქვს შექმნილი შესანიშნავი ქანდაკებები. ყველა ნამუშევარს აქვს თავისი ხასიათი, რომელიც არ მეორდება. აღფრთოვანებული ვარ, ძალიან კარგი ხედვა აქვს" - აღნიშნა თამუნამ.

"ძალიან მომეწონა მისი გამოფენა. აქამდე მხოლოდ მის ნამუშევრებს ვიცნობდი და მინდოდა ახლოდან გამეცნო ავტორი და დღეს გამოფენაზე მოვედი. ძალიან მომწონს" - გვითხრა თამთა მანაგაძემ.

ლევანისთვის ეს მესამე პერსონალური გამოფენაა. პირველი გამოფენა 2000 წელს ტექნიკური უნივერსიტეტის ფოიეში ჰქონდა, მეორე პერსონალური ექსპოზიცია კი - "ბაია გალერეაში". 

გამოფენა 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.





გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary