თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფისა და თსუ-ს სტუდენტების შეხვედრა გაიმართა თემაზე - "ძალადობის ფსიქოლოგიური, იურიდიული და გენდერული ასპექტები".
ლექციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს გენდერის ნიშნით ძალადობაზე, როგორც სტრუქტურულ და სისტემურ მოვლენაზე.
ჯგუფის წევრმა, ფილოსოფოსმა თამარ ცხადაძემ ისაუბრა, ფემინისტური თვალსაზრისით რა არის ძალადობა. მისი თქმით, ფემინისტი ამ საკითხს რთულად უყურებს, რადგან ქალი საზოგადოებაში მიღებულია, როგორც სუსტი არსება. თამარ ცხადაძემ ასევე აღნიშნა, რომ ინდივიდი, რომელიც ძალადობას ჩადის არ არის მარტო, ამ დროს ის ხდება რომელიმე ჯგუფის წევრი და ჯგუფთან ერთად ახორციელებს ძალადობას სხვაზე.
ლექციაზე ასევე საუბარი იყო ოჯახში ძალადობაზე, სექსუალურ ძალადობასა და იურიდიულ ასპექტებზე, რომელზეც იურისტმა ეკა სხილაძემ ისაუბრა. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს სექსისტურ რეკლამებზე. ამ რეკლამებიდან მათ "ჯი პი აი"-ს რეკლამა განსაკუთრებთ გამოყვეს.
ლექცია 2 საათს გაგრძელდა.