საჯარო ლექციების ციკლი: ეკონომიკური რეფორმების პრაქტიკა და თეორიული საწყისები
09 დეკემბერი, 2013
საჯარო ლექციების ციკლი: ეკონომიკური რეფორმების პრაქტიკა და თეორიული საწყისები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - ,,ანტიმონოპოლიური რეგულირება".

ლექცია კონკურენციის დეპარტამენტის დირექტორმა კონკურენციისა და სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოში მანანა შურღულაიამ წაიკითხა. 

მან კონკურენციის პოლიტიკის რეფორმის შესახებ ისაუბრა და მოკლედ გააცნო აუდიტორიას რეფორმების ქრონოლოგია საქართველოში. მან ასევე ყურადღება გაამახვილა კონკურენციის რეგულირებაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის არეალის შესახებ და თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში არსებულ მდგომარეობაზე.

ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, ჩართულიყვნენ დისკუსიაში და მონაწილეობა მიეღოთ სხვა კომპეტენტურ მონაწილეებთან ერთად შესაბამისი თემის ანალიზსა და დასკვნის შემუშავებაში.

საქართველოს საჯარო ლექციების ციკლი სახელწოდებით - ,,ეკონომიკური რეფორმების პრაქტიკა და თეორიული საწყისები" ახალი ეკონომიკური სკოლის ინიციატივით ტარდება.

ნოემბერში უკვე გაიმართა ორი ლექცია: ეკონომიკური თავისუფლება: თეორია და პრაქტიკა და შრომითი ურთიერთობების რეგულირებაზე, რომელიც ახალი ეკონომიკური სკოლის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. დეკემბერში დაგეგმილია საჯარო ლექციათა ციკლი და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary