სოციოლოგიური კვლევის პრეზენტაცია თსუ-ში
10 დეკემბერი, 2013
სოციოლოგიური კვლევის პრეზენტაცია თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიური ლიგის" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგის პრეზენტაცია გაიმართა.

სოციოლოგიური კვლევა მიზნად ისახავდა სტუდენტების ცოდნის დონის გაღრმავებას კავკასიის რეგიონის შესახებ და მათ დამოკიდებულებას რეგიონში მიმდინარე პროცესებისადმი. 

"ჩვენი ორგანიზაცია უკვე 1 წელია რაც არსებობს, სწორედ ეს კვლევა იყო წლის შეჯამება, რომელიც მომავალი წლის გეგმების დასახვაში დაგვეხმარება. კვლევის პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენ გამოვკითხეთ სახელმწიფო უნივერსიტეტების ორასამდე სტუდენტი, დავუსვით მათ ათი შეკითხვა. საერთო დასკვნით მდგომარეობა სავალალოა. ახალგაზრდების ნახევარზე მეტმა ისეთ ელემენტალურ შეკითხვაზე ვერ გაგვცა პასუხი, როგორიცაა ჩეჩნეთის დედაქალაქის სახელის დასახელება. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ კვლევის შეჯამება იყო და ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა" - აღნიშნა კავკასიური ლიგის პრეზიდენტმა და დამფუძნებელმა ნოდარ თოთაძემ.

ორგანიზაციის წევრებმა ორი კვირის განმავლობაში გამოკითხეს თბილისის ექვსი უნივერსიტეტის: თსუ-ს, ილიაუნის, სამედიცინო, სასულიერო და ტექნიკური უნივერსიტეტების ორასამდე სტუდენტი.
ბაგრატ ინჯგიას აზრით : "შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა, დავინახეთ ის სეიროზული პრობლემები, რაც ახალ თაობაშია ამ კუთხით, დავსახეთ გეგმები და ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია ამ პრობლემის მოგვარებაში ჩვენს ორგანიზაციას. ჩვენ,ორგანიზაციის წევრები, თავად ვატარებდით კვლევებს და შედეგების პროცენტულმა რაოდენობამ იმედები გაგვიცრუა".

შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ კავკასიოლოგიის მიმართულების ლექტორები და სტუდენტები, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი და ჟურნალისტები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary