hp-ს 3D ოთახის გახსნა ილიაუნიში
11 დეკემბერი, 2013
hp-ს 3D ოთახის გახსნა ილიაუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპანია "Hp"-ის 3D ოთახი გაიხსნა.


პროექტის მიზანია, რობოტის სასწავლო გეგმაში დანერგვა, რომელზეც სტუდენტები იმუშავებენ. ოთახი აღჭურვილია უახლესი კომპიუტერებით, რაც აგრეთვე გაამარტივებს ვიდეო- და ონლაინგაკვეთილების ჩვენებას. 3D მოდელირების კურსის გავლა შეეძლებათ საინჟინრო ფაკულტეტის ყველა პირველკურსელს. 

უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ განაცხადა : "ეს იქნება მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტში. საინჟინრო ფაკულტეტის ლოზუნგი "3D - დან 4D -მდე" მომავალზე ორიენტირებას ნიშნავს, რაც მსოფლიო ეკონომიკის მომავალია".

საქართველოში "Hp"-ის წარმომადგენლის ალექსეი ონიმოვის თქმით: "ასეთი ოთახის გახსნა პირველი შემთხვევაა კავკასიის რეგიონში, მიხარია, რომ აქაც იქნება მოდელირებული დაპროგრამების გამოცდილება. ჩვენ აუცილებლად ვადევნებთ თვალყურს მის განვითარებას". 

სამი საუეთესო პირველკურსელი დააჯილდოვეს "Hp"-ის პლანშეტური ტელეფონებით. სტუდენტმა ლუკა წოწორიამ აღნიშნა, რომ ეს ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო ფაქტი იყო მისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და "Hp"-ის ოფიციალური წარმომადგენლები.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary