გიორგი კეკელიძე სიძულვილის ენაზე
11 დეკემბერი, 2013
გიორგი კეკელიძე სიძულვილის ენაზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ საჯარო ლექცია თემაზე „სიძულვილის ენა საბჭოთა საქართველოს პრესაში, ოცდაათიან წლებში“ წაიკითხა.

საუბარი დაიწყო „სიძულვილის ენის“ ზოგადი განმარტება-დახასიათებით და 1920-30-იანი წლების პრესის ფურცლებიდან კონკრეტული მაგალითების განხილვაში გადაიზარდა.

„ადამიანის დამცირება და მისი დისკრიმინაცია, „ენით დაკოდვა“, ჩვეულებრივი ადამიანური პროცესია. იცვლება დისკრიმინაციის ფორმები, მაგრამ ვნება და მიდრეკილება იგივეა. სიძულვილის ენა უმეტესად მოწყვლად ჟგუფებს მიემართება (რელიგიურ, სქესობრივ, ეთნიკურ უმცირესობებს), ახლო ისტორიული წარსულის გათვალისწინებით საჭიროა რეგულაციები, რათა აწმყო წარსულად არ გადაიქცეს“ - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

საბჭოთა იდეოლოგიის მიხედვით-მწერალი ადამიანის სულის ინჟინრად ითვლებოდა, შესაბამისად, მწერლები პროპაგანდის მთავარ იარაღს წარმოადგენდნენ.

გიორგი კეკელიძე შეეხო მუშკორებისა და პიკორების ფენომენს, რომლებიც ამზადებდნენ სტატიებს გაზეთებისთვის, მათი წერის სტილი რადიკალურად განსხვავდებოდა დღევანდელისგან, სტატიები მხატვრული ფორმით რეალურის, პუბლიცისტიკისა და გამონაგონის სინთეზს წარმოადგენდა.

საბჭოთა ტერორი, იდეოლოგია, გარემო და სიძულვილის ენა საზოგადოებაში ჩვეულებრივად აღიქმებოდა.

ლექციის დასასრულს გიორგი კეკელიძემ განმარტა, რომ სიძულვილის ენა პრესაში მხოლოდ საბჭოური ფენომენი არ არის და მეცხრამეტე საუკუნეშიც გვხვდება.

საუბარი დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

„სიძულვილის ენა არც ისე უწყინარი ამბავია. იგი მაინც საშიშია, ამწიფებს ტოტალიტარულ აზროვნებას და დამოკიდებულებას განსხვავებულისადმი, რაც მარტივად შეიძლება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდოს“-აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary