„საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ ანგარიში ახალგაზრდებს
13 დეკემბერი, 2013
                    „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“ ანგარიში ახალგაზრდებს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის" წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს ანგარიში წარუდგინეს.

ორგანიზაციამ პროექტების განხორციელება მარტის თვიდან დაიწყო. მისი მიზანია, დაეხმაროს პარლამენტს საკანონმდებლო ბაზის დახვეწაში. 

"ახალგაზრდული პარლამენტი" და გაეროს წარმომადგენლები გაერთიანებული ძალებით მუშაობენ ქვეყანაში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე.

ახალგაზრდული ორგანიზაცია ასევე თანამშრომლობს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან. მათ განახორციელეს პროექტი "ევროპის დღეები საქართველოში", რომელიც ახალგაზრდებისთვის ჩატარდა.

"ახალგაზრდულ პარლამენტს" გვერდი უდგას ჰ. ბიოლის ფონდიო.

"საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი" მიზნად ისახავს, ახალგაზრდებში გააღვივოს ინტერესი ქვეყანაში მომხდარ ცვლილებებზე და ასწავლოს მათ ცხოვრებისა და საქმის სწორად დაგეგმვა" - აღნიშნეს პროექტის ორგანიზატორებმა შალვა საბაურმა და გიორგი კაკურიძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary