ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა 2013 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
13 დეკემბერი, 2013
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა 2013 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2013 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

2013 წელს ფონდის ანგარიშზე 60 დაფინანსებული პროექტი, 700 დასაქმებული ადამიანი და 12000 ბენეფიციარია. 

ღონისძიება რამდენიმე კომპონენტს მოიცავდა: აჩვენეს წარმატებული პროექტების ამსახველი ვიდეორგოლი, ფონდის ყოველწლიური ჟურნალის პრეზენტაცია, ასევე კალიგრაფიის სოციალური სახელოსნოსა და შშმ ახალგაზრდებისთვის შექმნილი ხის სახელოსნოს ნამუშევრების გამოფენა. დასასრულს კი ფონდის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებები დააჯილდოვეს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გამარჯვებულები დააჯილდოვეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა ირაკლი ჟორჟოლიანმა.
ნომინაციები და გამარჯვებულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. წლის ყველაზე პროგრესული იდეა - გიორგი ყანჩაველის გრაფიკული სტუდია პროექტისთვის „გრაფიკული ნოველები“.
2. წლის ყველაზე ეროვნული პროექტი - ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“ პროექტისთვის ქართული საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი და ქართული სამოსის დღე.
3. ფონდის 2013 წლის მეგობარი - უსინათლოთა კავშირის წარმომადგენელი ლაშა ცაიშვილი.
4. ფონდის საქმიანობის ამსახველი საუკეთესო გადაცემა - ტელეკომპანია „რუსთავი 2“ , „სხვა შუა დღე“.
5. წლის ყველაზე ეფექტური სოციალური პროექტი -„კალიგრაფიის სოციალური სახელოსნო“.
6. 2013 წლის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ტელეკომპანია - ტელეკომპანია „იმედი“.
7. 2013 წლის ყველაზე ორიგინალური არასამთავრობო ორგანიზაცია - „ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია“.
8. 2013 წლის ყველაზე მასშტაბური პროექტი - ახალგაზრდები მდგრადი და აგრარული გარემოსდაცვითი განვითარებისთვის „მარაბდის ხეხილის ბაღები“.
9. 2013 წლის ყველაზე სპორტული პროექტი - „მარტვილის ჯანსაღი ცხოვრება“.
10. 2013 წლის საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტის ავტორი - ტელევიზია „ერთსულოვნება“, ჟურნალისტი ანა პაპასქირი.
11. 2013 წლის ყველაზე ორიგინალური არასამთავრობო ორგანიზაცია - ხელოვანებისა კურატორების საზოგადოება, პროექტი - თანამედროვე ხელოვანების თვალით დანახული 90-იანი წლების საქართველო.
12. განსაკუთრებული გაწეული დახმარებისათვის დაჯილდოვდნენ სამინისტროს სათათბიროს წევრები.
13. 2013 წლის ყველაზე აქტიური ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია - კარალეთის თემის ახალგაზრდული ორგანიზაცია, ხელმძღვანელი მარიამ ბერიანიძე.

ფონდის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მომავალი 2014 წლის სლოგანი „ჩვენ გვჯერა შენი იდეების“ გამოაცხადეს. ყურადღება გაამახვილეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ფონდის მუშაობის პროცესში.

მინისტრ ლევან ყიფიანის თხოვნით, წუთიერი დუმილით პატივი მიეგო დღეს გარდაცვლილ მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის ხსოვნას.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა კომპოზიტორთა კავშირში არსებულმა ქალთა სიმებიანმა კვარტეტმა. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
„ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი" 2000 წლიდან არსებობა, მისი მიზანი ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მხარდაჭერა, წახალისება, მათი პროექტებისა და ღონისძიებების დაფინანსება, ორგანიზება და განხორციელებაა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary