სტუდენტური კონკურსი „იაზრონე, წერე ესე“
14 დეკემბერი, 2013
სტუდენტური კონკურსი „იაზრონე, წერე ესე“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი სტუდენტებს ახალ პროექტს “იაზროვნე, წერე ესე“ სთავაზობს. პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თამუნა ქუფარაშვილის თქმით, მსგავსი პროექტები ეხმარება სტუდენტებს, გამოავლინონ და დახვეწონ წერის უნარები, კრიტიკული აზროვნება და გამოსცადონ თავი კონკურენტუნარიან გარემოში, რაც მათ გამოცდილებას ჰმატებთ.

კრიტერიუმები, რომელსაც კონკურსის მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს, ასე გამოიყურება: „თუ ფიქრობ, რომ ხარ გამორჩეული, არ გეშინია შენი შეხედულებების წერილობით გადმოცემა, თუ ფიქრობ, რომ შეგწევს ძალა, შენი სიტყვით ზემოქმედება მოახდინო სხვაზე, მაშინ ეს პროექტი შენთვისაა!“

თათა ხაბეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს. მსგავს პროექტებში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია. ფიქრობს, რომ კონკურსი „იაზროვნე, წერე ესე“ მისთვის საინტერესოდ წარიმართება: „ეს პროექტი წერის კულტურის გაუმჯობესების, ლოგიკურ აზროვნებისა და არგუმენტირების უნარის ჩამოყალიბების რეალური შანსია, ამიტომ აუცილებლად ვცდი“.

კითხვაზე: თავისუფალია თუ არა სტუდენტი თემის არჩევაში? თამუნა ქუფარაშვილმა ასე უპასუხა: „ესეს თემას მონაწილეებს ჩვენ თვითონ მივუთითებთ და ასევე მივცემთ განსაზღვრულ დროს თავიანთი პოზიციების ჩამოსაყალიბებლად. ყველა კონკურსანტი დაწერს ერთი კონკრეტული საკითხის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტი არ იქნება თავისუფალი არჩევანში“. პროექტის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ანალიტიკურად მოაზროვნე ახალგაზრდებს უნდა შეეძლოთ წერა სხვადასხვა საკითხზე, თუნდაც, ამის შესახებ არც არასოდეს ეფიქროთ: “რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი, თუმცა, ჩვენ მიზანმიმართულნი ვართ, რომ თითოეული მონაწილე გახდეს უფრო ძლიერი, უფრო კონკურენტული და პირობა, რომ დაწერონ მოცემული, კონკრეტული საკითხის შესახებ ესე, პირიქით, გაცილებით დადებითად აისახება მათი უნარების განვითარებასა და ცოდნაზე“.

ამ შეხედულებას იზიარებს სტუდენტი თათა ხაბეიშვილიც: “კარგია, რომ არგუმენტირებული ესეს დაწერა ყველა მონაწილეს ერთ საკითხზე გვიწევს, ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა სტუდენტებისთვის თანაბარი შანსის გარანტიაა, რადგან მეტ-ნაკლებად რთულ თემებს კი არ გადაგვინაწილებენ, არამედ ყველას - ერთს“.

„იაზროვნე, წერე ესე“ 22 დეკემბერს დასრულდება და მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი გამარჯვებულ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე დაასახელებს, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary