„ჩოხოსან რაინდთა დასის“ რვა წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება
15 დეკემბერი, 2013
„ჩოხოსან რაინდთა დასის“ რვა წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში "ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის" მერვე საიუბილეო წლისთავი აღნიშნეს.


ღონისძიებას ,,ჩოხოსან რაინდთა" ხელმძღვანელი, პროფესორი გოგი დოლიძე უძღვებოდა.

საიუბილეო საღამო ქართველი მწერლის, "ჩოხოსან რაინდთა" საპატიო წევრის ჭაბუა ამირეჯიბის ხსოვნ გაიხსნა.

"ჩოხოსანთათვის" ამ დღის მისალოცად ბევრი სტუმარი მივიდა, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. ღონისძიება ვაჟთა ვოკალური ანსამბლის "მრავალჟამიერით" გაგრძელდა, რასაც მოჰყვა ქორეოგრაფიული ანსამბლ ,,ნატოს" მიერ შესრულებული მთიულური ცეკვის პოპური. "ჩოხოსნებს" იუბილე მიულოცეს პოეტმა ვაჟა ოთარაშვილმა, კომპოზიტორმა ჯემალ ადამაშვილმა, კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა, თეატრმცოდნე მერაბ გეგიამ.

სტუმრებმა მათ "დიდ ეროვნულ საქმეში" წარმატებები უსურვეს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary