მოლაპარაკების ფსიქოლოგიური ასპექტები, როლური თამაში და ნატო-ს სამიტის სიმულაცია
15 დეკემბერი, 2013
 მოლაპარაკების ფსიქოლოგიური ასპექტები, როლური თამაში და ნატო-ს სამიტის სიმულაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი" ორდღიან პროექტს ახორციელებს.

მოიცავს მოლაპარაკების ფსიქოლოგიურ ასპექტებს, როლურ თამაშსა და ნატოს სახელმწიფო მეთაურთა სამიტის სიმულაციას. მისი მიზანია, მონაწილეებისათვის მოლაპარაკების ტექნიკისა და ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობის გაცნობა.

"პროექტი ტარდება იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებმა უფრო მეტი ინფორმაცია შეიძინონ იმის შესახებ, თუ რა მოხდება ნატო-ს სამიტის შემდეგ, რომელიც 2014 წელს გაიმართება. აქ არის მნიშვნელოვანი სამი საკითხი: აისაფ-ის დამთავრების შემდგომი პროგრამები, გაფართოებისა და ბიუჯეტის შემცირების საკითხები. პროექტი ორი დღე გრძელდება. პირველი ნაწილში გაიმართა ლექცია, სადაც ისაუბრეს ნატო-ს შესახებ, ძირითადად, რა საკითხები უნდა იყოს განხილული 2014 წლის სამიტზე. ასევე ისაუბრა ფსიქოლოგმა რეზო ჯორბენაძემ, რომელმაც განიხილა მოლაპარაკების ასპექტები. ღონისძიების მეორე დღე დაეთმო ნატოს სამიტის სიმულაციას, რომლის დროსაც მონაწილეებს მოეთხოვებ ნატო-ს წევრი ქვეყნების პოზიციების შესაბამისად, წარემართათ მოლაპარაკება. კონკრეტულად, ამ სიმულაციაში მნიშვნელოვანია მოლაპარაკების ფსიქოლოგიური ასპექტები" – განაცხადა "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" კონგრესის წევრ სალომე მიქაძე.

პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary