„საქართველოს ევროპული არჩევანი“
15 დეკემბერი, 2013
„საქართველოს ევროპული არჩევანი“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის Dvv International-ის ოფისში საჯარო დისკუსია გაიმართა თემით - "საქართველოს ევროპული არჩევანი".

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ყარაულაშვილმა და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"-ს პროგრამის კოორდინატორმა ვანო ჩხიკვაძემ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი მოხსენებები წარუდგინეს.

შეხვედრის ძირითადი განსახილველი თემები ვილნიუსის სამიტის შედეგები, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხები და საქართველოს მომავალი სამოქმედო გეგმა იყო. 

დისკუსიას ჟურნალისტი ნანა საჯაია უძღვებოდა, ხოლო დამსწრე საზოგადოებას მწვეული სტუმრები - სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები წარმოადგენდნენ.

შეხვედრა დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც დამსწრეთაგან ყველას შეეძლო საკუთარი აზრისა და პოზიციის გამოხატვა. 

ღონისძიების ორგანიზატორის ნინო ზვიადაურის თქმით, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია Dvv International-ი აქტუალურ საკითხებზე მსგავს დისკუსიებს ყოველი თვის 15 რიცხვში ატარებს: "შეხვედრის მიზანი, საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბებაა, აღნიშნული პროექტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) პარტნიორობით ხორციელედება".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary