საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა
17 დეკემბერი, 2013
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი სტუდენტებს შეხვდა.

ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს მიეძღვნა, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. ეს შეხვედრა 9 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო ერთი კვირის შემდეგ ჩატარდა.

სტუდენტებთან შეხვედრისას ელჩმა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ბრიტანეთის პრიორიტეტებსა და ღირებულებებზე ისაუბრა. სტუდენტებმა ელჩს შეკითხვები დაუსვეს. 

"ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი უნივერსიტეტში და მოხარული ვარ, რომ დღეს კავკასიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან უნივერსიტეტში ვიმყოფები და ვხვდები სტუდენტებს. შეხვედრის თემა ძალიან ახლოს არის ჩემს პროფესიასთან, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. ადამიანის უფლებები ფუნდამენტური ღირებულებაა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ეს შეხვედრა ასევე დაკავშირებულია 10 დეკემბრის უფლებების დაცვის დღესთან" - განაცხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.

ალესანდრა ჰოლ ჰოლი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩად 23 ივლისს დაინიშნა. საელჩოს განცხადებით, აქ ჩამოსვლამდე ის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, შუა აზიის, ლათინური ამერიკისა და გაერთიანებული ერების საკითხებზე. მას ნამუშევარი აქვს ბანკოკში, ვაშინგტონსა და დელიში. ორი წელი გაატარა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. არც ისე დიდი ხნის წინ იყო ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ბოგოტაში. 

ის ასევე კურირებდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის საკითხებს. ამ თემებთან მჭიდრო კავშირის გამო ელჩი საქართველოშიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ საკითხებს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary