2012-2013 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ
17 დეკემბერი, 2013
2012-2013 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ″განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

″დღეს ვაჯილდოებთ სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც წარჩინებით დაამთავრეს საშუალო სკოლა. გვყავს ძალიან ბევრი ოქროსმედალოსანი და ასევე ვერცხლისმედალოსნები. ჩვენ ვულოცავთ მათ და წარმატებებს ვუსურვებთ″ - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. 

მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება და მედალზე სახელისა და გვარის გარდა შესაბამისი წელია მითითებული. ორგანიზატორთა განცხადებით, პროგრამის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary