„ახალგაზრდა პოლიტიკური კლუბის“ საინფორმაციო შეხვედრა
18 დეკემბერი, 2013
„ახალგაზრდა პოლიტიკური კლუბის“ საინფორმაციო შეხვედრა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბმა" საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

პრეზენტაცია კლუბის ვიცეპრეზიდენტმა ლია გელაშვილმა გახსნა. მან პოლიტოლოგთა კლუბის დაარსებაზე, იდეებსა და მიზნებზე ისაუბრა. 

"ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი" 2013 წლის 29 მაისს დაარსდა. 

კლუბის სხვა წევრებმა ყურადღება გაამახვილეს სოციულოგიურ კვლევებზე, უშიშროების საბჭოს მოდელირებაზე, დაფინანსების პრობლემებზე, რის გამოც მათ ვერ მოახერხეს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება.

პრეზენტაციის ბოლოს კლუბის წევრებმა დაგეგმილი ღნისძიებების შესახებ განაცადეს, რომ აგრძელებენ ცნობილი ადამიანების მწვევას. 15-30 იანვრის ჩათვლით სტუმრებ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობინ. ასევე იგეგმება ახალი სემესტრიდან თბილისის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა. მთავარი თემა თვითმმართველობის კოდექსი იქნება.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, გაეგოთ "პოლიტოლოგთა კლუბის" პრეზენტაციების კონკურსის შესახებ. შეირჩევა 10 აქტუალური თემა, პრეზენტაციების რაოდენობას წინასწარ განსაზღვრავენ, გამარჯვებულს კი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

საუბარი იყო ესეების კონკურსზე, განსხვავებით პრეზენტაციების კონკურსისგან, ყურადღება მიექცევა ანალიტიკურ აზროვნებას.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary