ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბმა" საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
კლუბის წარმომადგენლებმა განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
პრეზენტაცია კლუბის ვიცეპრეზიდენტმა ლია გელაშვილმა გახსნა. მან პოლიტოლოგთა კლუბის დაარსებაზე, იდეებსა და მიზნებზე ისაუბრა.
"ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი" 2013 წლის 29 მაისს დაარსდა.
კლუბის სხვა წევრებმა ყურადღება გაამახვილეს სოციულოგიურ კვლევებზე, უშიშროების საბჭოს მოდელირებაზე, დაფინანსების პრობლემებზე, რის გამოც მათ ვერ მოახერხეს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება.
პრეზენტაციის ბოლოს კლუბის წევრებმა დაგეგმილი ღნისძიებების შესახებ განაცხადეს, რომ აგრძელებენ ცნობილი ადამიანების მიწვევას. 15-30 იანვრის ჩათვლით სტუმრები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები იქნებიან. ასევე იგეგმება ახალი სემესტრიდან თბილისის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა. მთავარი თემა თვითმმართველობის კოდექსი იქნება.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, გაეგოთ "პოლიტოლოგთა კლუბის" პრეზენტაციების კონკურსის შესახებ. შეირჩევა 10 აქტუალური თემა, პრეზენტაციების რაოდენობას წინასწარ განსაზღვრავენ, გამარჯვებულს კი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.
საუბარი იყო ესეების კონკურსზეც, განსხვავებით პრეზენტაციების კონკურსისგან, ყურადღება მიექცევა ანალიტიკურ აზროვნებას.