ირანელი კინორეჟისორის სემინარი მომავალი კინემატოგრაფებისთვის
18 დეკემბერი, 2013
ირანელი კინორეჟისორის სემინარი მომავალი კინემატოგრაფებისთვის ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თეატრალური უნივერსიტეტისა და ,,20 steps production"-ის ორგანიზებით 2011 წლის კანის კინოფესტივალის პრიზიორმა ირანელმა კინორეჟისორმა მოჰსენ მაჰმალბაფმა სემინარი ჩაატარა მომავალი კინემატოგრაფებისათვის.

სემინარი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კინორეჟისორმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სემინარში მონაწილე სტუდენტებს. მან ჩამოთვალა რამდენიმე კომპონენტი, რის მიხედვითაც შესაძლებელია, გავიგოთ პროფესიული თვალსაზრისით, რამდენად მიმზიდველია ესა თუ ის ფილმი, მათ შორის იუმორი, რითაც რეჟისორს შესაძლებლობა აქვს, ფილმი მოაწონოს მაყურებელს; მოლოდინი, რითაც შეგიძლია, ჩაითრიო მყურებელი და უფრო კონცენტრირებული გახადო ის; ემოციური მდგომარეობა; მოქმედება; კამათი, რაც მიმზიდველი საშუალებაა ინფორმაციის მიწოდების. უნდა აღინიშნოს, რომ მაჰამალბაფის განხადებით, ფილმი გათვლილი უნდა იყოს აუდიტორიაზე და არა კონკრეტულ სუბიექტურ შემფასებლებზე. მაგალითად, შესაძლოა ფილმი კონკრეტული ნაციისათვის მიუღებელი იყოს, თუმცა, მან მსოფლიო, საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. სტუდენტებს საშუალება მიეცათ, გამოეთქვათ საკუთარი დამოკიდებულება და წუთობრივად, შკალის მიხედვით შეეფასებინათ მაჰამალბაფის ქალიშვილის სამირას მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,11'09'01 11 სექტემბერი", რომელიც მან 2002 წელს გადაიღო. ფილმში ასახულია ავღანელი ხალხის პრიმიტიული ცხოვრება, მაგალითად ის, რომ ბავშვებმა არ იციან, რა არის მობილური ტელეფონი, არ აქვთ წარმოდგენა მაღალ შენობებზე, დავობენ სხვადასხვა თემაზე და სვამენ კითხვებს. ინტელექტუალი მასწავლებელი, რომელიც ცდილობს, არსებული სიტუაციის მიუხედავად, ბავშვები ,,სასწავლო ოთახში" მიიყვანოს და აუხსნას ის მოვლენები, რაც მსოფლიოში ხდება. იგი ცდილობს, მიაწოდოს ავღანელ ბავშვებს, უფროდაუფრო, მეტი ინფორმაცია სამყაროსა და გარემოს შესახებ. 

ცნობილმა კინორეჟისორმა მიმართა დამსწრე სტუდენტებს: ,,დასვით კითხვები და შემდეგ ეძებეთ პასუხები. ეს უფრო მეტად გახდის თქვენს ნამუშევარს მიმზიდველსა და საინტერესოს. დრო, მუსიკა, აუდიტორია, ფილმის მიმზიდველობა - იფიქრეთ ამაზე". 

,,მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება ასეთი გამოცდილების მქონე კინორეჟისორისაგან მოგვესმინა ლექცია და გაგვეზიარებინა მისი წარმატების ფორმულა. ჩვენთვის, როგორც დამწყები კინემატოგრაფებისათვის, ეს დიდი გამოცდილებაა. ინფორმაციულად დატვირთული ლექციები იყო და მოხარული ვიქნები, თუ კიდევ გაგრძელდება მსგავსი აქტივობები" - განაცხადა თეატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის პირველკურსელმა მიკა ალესიძემ.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary