თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 1953 წლის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გაიმართა.
საღამო გახსნა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. "თქვენ ბრძანდებით ადამიანები, ვის მიერ გაღებული შრომა, ცოდნა და გამოცდილება ჩვენი პროფესიონალიზმის წინაპირობა და საფუძველია" - მიმართა მან კურსდამთავრებულებს.
საღამოს ესწრებოდა გერმანელი პროფესორები მიხაელ გლენცე, ჰელმუნდ ჰანი და იოჰან ფროსტერი. შეხვედრის შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც სტუდენტები მონაწილეობდნენ. საღამოს დასასრულს 1953 წლის კურსდამთავრებულებს საჩუქრად გადაეცათ სამედიცინო ისტორიის ამსახველი წიგნები და სუვენირები.