მასში ჩართვა ტექნიკური უნივერსიტეტის მუსიკალური შესაძლებლობის მქონე ყველა სტუდენტს შეეძლო. სტუ-ს სოციალურ საკითხთა სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ნინო ელისაშვილის თქმით, კონკურსის იდეა წელიწადზე მეტია, რაც არსებობს: „ტექნიკურ უნივერსიტეტში აქტიურია სტუდენტობა, მათ გაიმარჯვეს სტუდენტურ დღეებში და სხვადასხვა კონკურსში. ვიცოდით, რომ უნივერსიტეტში მუსიკალური კონტინგენტი იყო, გამოვაცხადეთ კასტინგი და ორმოცი სტუდენტიდან ავარჩიეთ თოთხმეტი. ეს კონკურსი სტუდენტებისთვისაა, რომ მათ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენა. ზოგს აქვს ნიჭი, მაგრამ არ აქვს საშუალება. ჩვენი მოვალეობა კი ისაა, რომ სტუდენტებს შევთავაზოთ მათთვის მრავალმხრივ სასარგებლო პროექტი“.
კასტინგები 2, 3 და 4 დეკემბერს ჩატარდა, არჩეულ 14 მონაწილეს შორის პირველ კონცერტზე, რომელიც 19 დეკემბერს გაიმართება, ჟიურის წევრები მხოლოდ 8 მონაწილეს გადაიყვანენ.
„ძალიან საინტერესო და კარგი პრიზები გვაქვს გამარჯვებული სტუდენტებისთვის. პირველ ადგილზე გასულ სტუდენტს ადმინისტრაცია სწავლის საფასურს სრულად დაუფარავს, მეორე ადგილზე გასულს კი - ნახევრად. უნივერსიტეტს აქვს მრავალწლიანი კულტურული მოღვაწეობის გამოცდილება და ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენც ვაგრძელებთ ამ ტრადიციას“ - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ავთო ადეიშვილმა.
კონკურს „სტუსტარის“ ჟიურის სავარაუდო წევრები იქნებიან მომღერლები აჩიკო ნიჟარაძე და ზურა ხაჩიძე. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ერთ-ერთი სპონსორი ტურისტული ორგანიზაცია მათივე რჩეულს ორკაციან საგზურს გადასცემს. ასევე საკუთარი რჩეულის გამოვლენა მაყურებელსაც შეუძლია „ფეისბუქ“-ზე ხმის მიცემით.
მეორე და საფინალო ტური 30 დეკემბერს გაიმართება, ახალი წლის წინა დღეს “Event Hall”- ში, საღამოს ჩელე-დათო გელაძე წაიყვანს.