17-20 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს პროექტი სახელწოდებით - "ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული".
პროექტი "ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის" ინიციატივით ტარდება. მოხსენებების ძირითადი თემაა: მოტივი, დანაშაული, გამოძიება, სასჯელი.
მიწვეული სტუმრები ოთხი დღის მანძილზე ატარებენ სემინარებს.
ლექციებზე იხილავენ, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს. თეორიული მასალა წარმოდგენილია პრეზენტაციის სახით, ხოლო პრაქტიკული დავალებები საბუთების სტრუქტურის გაცნობას მოიცავს.
პროექტში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდათ იურიდიული ფაკულტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებს. რაოდენობა შეზღუდული იყო და მხოლოდ 20 მონაწილე შეირჩა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე.
აღნიშნული სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.