კერძო სექტორის როლი პროფესიული განათლების განვითარებაში
19 დეკემბერი, 2013
,,შერატონ მეტეხი პალასში" კონფერენცია გაიმართა თემაზე: კერძო სექტორის როლი პროფესიული განათლების განვითარებაში.

ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროფესიული კოლეჯის "სპექტრი" ინიციატივით გაიმართა.

კონფერენციაზე ისაუბრეს შემდეგ თემებზე: პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის საქმიანობის წლის ანგარიში და სამომავლო ხედვა, კერძო სექტორის ჩართულობა და დუალური პროფესიული განათლების სისტემა, ინკლუზიური პროფესიული განათლება დასაქმებისთვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა განვითარების ღონისძიებები 2013 წელს, მასწავლებელთა მომზადება და პროფესიული განვითარება.

ღონისძიების ძირითადი აქცენტი მიმართული იყო კერძო სექტორის პროფესიული განათლების განვითარებაში ჩართვის აუცილებლობაზე. მომხსენებლები აღნიშნავდნენ, რომ ამ მხრივ ნამდვილად არის ინფორმაციული დეფიციტი და კომპანიებმა, უმეტეს შემთხვევაში, არც იციან, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეთ მათ პროფესიული განათლების განვითარებაში. პროფესიული კოლეჯის ,,სპექტრი" წარმომადგენელმა მათე ტაკიძემ აღნიშნა: ,,ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენელმა განაცხადა: 100 კადრი წავიყვანე კოლეჯიდან და არც ერთი არ გამომადგა-ო. მოვიდეს კომპანია და თავად ,,ჩადოს ენერგია" პროფესიულ განვითარებაში, ისევე, როგორც ეს სხვა კომპანიებმა გააკეთეს, როგორიცაა "კაპაროლი", "კნაუფი", "ჰაიდელბერგცემენტი".

პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი მოადგილის თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში კიდევ 26 კოლეჯის გახსნაა დაგეგმილი. 

მომხსენებელთა გამოსვლ დისკუსი გაგრძელდა, რომლის შემდეგ გამოფენა-გაყიდვა . შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა ეტლით მოსარგებლე ერთ-ერთ გოგონას. 

ღონისძიების მეორე ნაწილში საუბარი იყო ინკლუზიურ პროფესიულ დასაქმებასა და მასწავლებელთა მომზადებაზე, პროფესიულ განვითარებაზე. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი კონფერენციის შეჯამებას დაეთმო.

ღონისძიების მხარდამჭერი კომპანიებია: "GIZ", "კაპაროლი", "კნაუფი", "ჰაიდელბერგცემენტი".




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary