სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟიული შარტავას შესახებ ფილმი აჩვენეს
20 დეკემბერი, 2013
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის "ერთსულოვნება" წარმომადგენლები  ესტუმრნენ სატელევიზიო პროექტის "ეპოქის სახელები" ფარგლებში.

ისინი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ.

სოხუმის საპრეზენტაციო დარბაზში ტელევიზიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ,,ეპოქის სახელები - ჟიული შარტავას ბოლომდე ბრძოლის ისტორიის" შესახებ. 

პროექტის წამყვანმა თამარ თაგვაძემ ჟიული შარტავას, როგორც პიროვნებისა და სახელმწიფო მოღვაწის შესახებ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა მის როლს კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

შეხვედრაზე აჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჟიული შარტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბოლო თვეებზე. დამსწრე საზოგადოებამ ასევე ნახა აფხაზეთის ომის კადრები და მისი მეგობრებისა და კოლეგების მოგონებები ჟიული შარტავას შესახებ. 

საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ამ პროექტის ფარგლებში სხვა უმაღლეს სასწავლებლებსაც ეწვევა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary