დოკუმენტური ფილმის ,,აგვისტო“ ჩვენება-განხილვა
20 დეკემბერი, 2013
დოკუმენტური ფილმის ,,აგვისტო“  ჩვენება-განხილვა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS) პროექტის ,,ოკუპაცია წარსულში და დღეს" ფინალური ეტაპი გაიმართა.

სტუდენტთა ასოციაცია "კრეატივის" ორგანიზებით შეხვედრაზე დოკუმენტური ფილმის ,,აგვისტო" ჩვენება-განხილვა მოეწყო, რომელსაც შოთა მალაშხია გაუძღვა. 

პროექტზე მიწვეულები იყვნენ სტუდენტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სახელმწიფო მოღვაწეები. ომისა და რუსეთთან ურთიერთობის თემებზე შოთა მალაშხიას კითხვები დაუსვეს

შეხვედრაზე შოთა მალაშხიას კითხეს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, რაზეც მან უპასუხა: ,,ამ პიროვნებისგან ეს არის ცინიზმი, რადგან არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ თუ გაუქმდება სავიზო რეჟიმი რუსეთის მხრიდან, ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურად ემსახურება იმას, რომ ოლიმპიადის გამო სერიოზული პრობლემები აქვს. რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი პრაქტიკულად იზოლაციაში გადაჰყავთ და აქედან გამომდინარე მას უნდა, ფონი შეიქმნას იმისთვის, რომ დადებითი იმიჯი ჰქონდეს, მეორე ვ, თქვენ ხედავთ, როგორ ივლება მათულხლართები, როგორ იჭერენ ადამიანებს".

"კრეატივის" პრეზიდენტმა ზვიად აძინბაიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია გააგრძელებს მსგავს პროექტებზე მუშაობას: ,,ამ პროექტის ფარგლებში ვაჩვენეთ 8 დოკუმენტური ფილმი ოკუპაციის შესახებ, ჩვენი ასოციაცია კვლავ იმუშავებს ამგვარ საკითხებზე".

შეხვედრის დასასრულს პროექტის ,,ოკუპაცია წარსულში და დღეს" მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტი 18 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary