პარტიზანი მებაღეების აქცია თბილისის მერიასთან
22 დეკემბერი, 2013
                                   პარტიზანი მებაღეების  აქცია თბილისის მერიასთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მოძრაობის "პარტიზანული მებაღეობა თბილისში" ინიციატივით მერიის წინ აქცია გაიმართა სახელწოდებით - "გადავარჩინოთ ვაკის პარკი".

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ვაკის პარკში დაგეგმილი მშენებლობის შეჩერებას. ორგანიზატორებისა და აქციის მონაწილეების განცხადებით, სასტუმროს მშენებლობას ათეულობით ნერგი ეწირება, რაც ყოვლად დაუშვებელია ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობის გამო. 

"პარტიზანული მებაღეობის" ლიდერისა და აქციის ორგანიზატორის ნატა ფერაძის თქმით, ასეთი რთული ვითარება არა მარტო ვაკის პარკის ტერიტორიაზეა, არამედ თბილისის ძალიან ბევრ უბანშია. 

"ჩვენ მოვითხოვთ, შეწყდეს ვაკის პარკში, ჭავჭავაძის 68 ნომერში, სასტუმროს მშენებლობა. ჩვენ ხელთ გვაქვს სპეციალური პეტიცია, რომლის ხელისმომწერნიც, საქართველოს მოქალაქეები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობის გამო. 90-იანი წლებიდან დღემდე ქვეყანაში მასიურად ნადგურდება ტყის საფარი, იჭრება ხეები, ხორციელდება ბაღების, პარკების, სკვერებისა და სხვა რეკრეაციული ზონის განადგურება" - განაცხადა ნატა ფერაძემ.

აქციის ორგანიზატორისა და მონაწილეების მოთხოვნას თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი პასუხობდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ იგეგმება, არ მოიჭრება ხეები და გარემო არ დაზიანდება: "კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ტერიტორია არის კერძო საკუთრებაში, რადგან მოსახლეობას ამ საკითხზე მწვავე რეაქცია აქვს და ბევრი კითხვა არსებობს, ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ მათ და ვისაუბროთ. თუმცა, ვიმეორებ კიდევ ერთხელ: არცერთი ხე არ მოიჭრება ვაკის პარკის ტერიტორიაზე".

გიორგი ქორქაშვილის განცხადებას აქციის მონაწილეებიც გამოეხმაურნენ. "ვაკის პარკში ამ სასტუმროს აშენების გარდა, ჩვენ მოვითხოვთ ტერიტორიების გასხვისების შეჩერებას შემდგომში მშენებლობის განხორციელების მიზნით. დარღვეულია დადგენილი კოეფიციენტები მწვანე საფარის მინიმალური ფართობის თვალსაზრისით ერთ სულ მოსახლეზე, ასევე ხაზგასმით მოვითხოვთ თითოეული ჩვენგანი, რომ შეჩერდეს სამშენებლო ნებართვის გაცემა და უკვე გაცემულის მოქმედება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე" - განაცხადა აქციის მონაწილემ, მარიამ ბაქრაძემ.

ორგანიზატორებმა წარმოადგინეს პეტიცია, რომლის ხელმომწერნიც მოითხოვდნენ მორატორიუმის გამოცხადებას, სანამ ადმინისტრაციულ ორგანოებთან არ შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდება ეკოლოგებით, ურბანისტებით, იურისტებით, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებით.

სამომავლოდ აქციის წევრები საინიციატივო ჯგუფის შექმნას, მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და პეტიციის წარდგენას .

ფოტო თემურ გუგუშვილი

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary