„მოდი ნახე“ - ახალი წელი სტუ-ში
23 დეკემბერი, 2013
„მოდი ნახე“ - ახალი წელი სტუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე, საინტერესო მუსიკალური გაფორმება და სტუდენტების ძალიან გაბედული თამაში"...

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნუგზარ ბუცხრიკიძის რეჟისორობით გიორგი ნახუცრიშვილის ზღაპარი "ნაცარქექია" დაიდგა. 

როგორც რეჟისორი ამბობს, ეს სპექტაკლი იმისათვისაა, რომ მაყურებელს საახალწლო განწყობა და მხიარულება შეუქმნას: "ეს არის ზღაპარი სპექტაკლი, რომელსაც ბავშვებისთვის და არამარტო ბავშვებისთვის ვთამაშობთ. ამ სპექტაკლს ვაკეთებთ ზუსტად საახალწლო ზეიმისთვის, რომ გავართოთ და გავამხიარულოთ მაყურებელი. რაც შეეხება ბავშვებს, წინა წლებში ახალ წელს მათ არსად წასასვლელი არ ჰქონდათ და ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა მათთვის სპექტაკლი".

როგოც რეჟისორი იხსენებს ეს სტუ-ს თეატრისთვის ტრადიციასავითაა: ახალ წელს სპექტაკლი - ბავშვებს.

"ჩვენ საერთოდ გვქონდა ტრადიცია: "პასეანსი" იყო ადრე ასეთი გადაცემა, კაპანაძე, კიჭა, ჯინო - ესენი აკეთებდნენ. ისინი ჩემი არტისტები იყვნენ და იმ დროს ვდგამდით ხოლმე ზღაპრებს ბავშვებისთვის, როცა მძიმე პერიოდი იყო". 

"ნაცარქექიას" პრემიერა 18 დეკემბერს გაიმართა. სპექტაკლი ფასიანი იყო, რადგან სპექტაკლის მსვლელობისას საჩუქრებიც დარიგდა და ადმინისტრაციამ სრული დაფინანსება ვერ შეძლო, თუმცა, ბილეთის ფასი სხვა თეატრებთან შედარებით, აქ ყოველთვის შედარებით იაფია.

დამსწრე ბავშვებსა და უფროსებს ძალიან მოეწონათ სპექტაკლი და ამ მოწონებას ახსნაც მოუძებნეს: "სხვაგან რომ ვნახეთ "ნაცარქექია" იქ ძალიან გრძელი და დამღლელი იყო"...

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია "მოდი ნახე"-ში სპექტაკლის შემდეგი ჩვენება 4 იანვარს გაიმართება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary