საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
23 დეკემბერი, 2013
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 36 და დაბადებიდან 81 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე და მამა გიორგი ზვიადაძე, რომლებმაც პატრიარქის ღვაწლსა და მისი დამსახურების შესახებ ისაუბრეს ქართული ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე.

როგორც მამა გიორგიმ აღნიშნა: "ის, რაც ილია მეორემ გააკეთა და მოახერხა 36 წლის მანძილზე, ვერ მოახერხეს მისმა წინამორბედებმა ერთად, რაც ძალიან დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული". პატრიარქის შესახებ როგორც "მწყემს კეთილზე" ასევე ისაუბრა პროფესორმა როინ მეტრეველმა.

კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary