საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ანგარიში თსუ-ში
23 დეკემბერი, 2013
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ანგარიში თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ახალგაზრდულმა პარლამენტმა 2013 წლის მოწვევის ანგარიშის წარდგენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაასრულა.

პარალელურად, სტუდენტებს საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ 2014 წლის მოწვევის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. პრეზენტაციაზე ვრცლად ისაუბრეს ორგანიზაციის მიზნებსა და მუშაობის სტრუქტურაზე. 

"ამგვარ შეხვედრას ახალგაზრდული პარლამენტი ხშირად ატარებს და ცდილობს, სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. ვისაუბრეთ იმ პერსპექტივებზე, რაც თითოეულ სტუდენტს ეხმარება ინტელექტუალურ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაში. მიხარია, რომ ინტერესმა იმატა და წინა წლის მაჩვენებელს გაუსწრო" - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიორგი კაკაურიძემ.

სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში.

"დაინტერესებული ვარ ამ ორგანიზაციის საქმიანობით. ვაპირებ 2014 წლის მოწვევაზე მონაწილეობის მიღებას. შესაბამისად, დღევანდელი პრეზენტაცია დამეხმარება, უკეთ მოვემზადო გასაუბრებისათვის" - აღნიშნა სტუდენტმა ანჟელა გაბუნიამ.

"ახალგაზრდული პარლამენტის წევრობა მინდოდა შარშანაც, მაგრამ სრულწლოვანი არ ვიყავი. ეს კი ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა, რადგან კონკრეტული კანონპროექტის განხილვისას, ის შეიძლება, გადაიცეს რეალურ საკანონმდებლო სისტემაში და დამტკიცდეს" - გვითხრა სტუდენტმა რატი გორგიაშვილმა.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მთავარი მიზანი და დანიშნულება პროექტის ფარგლებში სტუდენტების აქტიური ჩართულობაა. პრეზენტაცია თითქმის ყველა აკრედიტებულ უნივერსიტეტში ჩატარდა. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა ორგანიზაციის აკადემიურმა ადმინისტრატორმა შალვა საბაურმა. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა წლიური ანგარიშის დახურვა იყო: "ჩვენ თითქმის ყველა უნივერსიტეტი მოვიარეთ და მაქსიმალურად შევეცადეთ, ინფორმაცია მიგვეწოდებინა, რაც შეიძლება, მეტი სტუდენტისათვის. ვფიქრობ, ახალგაზრდული პარლამენტი მათთვის დიდი გამოცდილება იქნება. 2014 წლის მოწვეულ დელეგატებს ვუსურვებ წარმატებას".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary