„დღევანდელი საზოგადოების ცნობიერებაში ჯერ კიდევ არ დანგრეულა კომუნიზმი“
24 დეკემბერი, 2013
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თეატრალურის კინოკლუბმა ორი ფილმის ჩვენება გამართა.

მაყურებელმა მიხეილ ჭიაურელის "ბერლინის დაცემა" (1949) და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი "დიდი საბჭოთა ტერორი ადამინური ისტორიები" (2011) ნახა.
ჩვენების მთავარი თემა კომუნიზმის დანგრევა იყო. ჩვენების ორგანიზატორის ხატია მაღლაკელიძის განცხადებით, ის სიტყვები, რომ კომუნიზმი დაინგრა მხოლოდ სიტყვებად რჩება დღევანდელობამდე და მას არ აქვს ის კონტექსტი, რომელიც ამ მოვლენებს თან უნდა ახლდეს: "დღევანდელი საზოგადოების ცნობიერებაში ჯერ კიდევ არ დანგრეულა კომუნიზმი და ეს არის ნამდვილად დიდი პრობლემა".
ჩვენებაზე მიწვეული იყო სტუმარი ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, რომელმაც საბჭოთა კავშირის სირთულეებზე და იმდროინდელ ცხოვრებაზე ისაუბრა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary