საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2013 წლის შემაჯამებელი ანგარიში
24 დეკემბერი, 2013
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2013 წლის შემაჯამებელი ანგარიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სამინისტროს მუშაობის წლიური ანგარიში წარადგინა.

მინისტრმა საზოგადოებას 2013 წლის განმავლობაში სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ჩატარებული ღონისძიებების მოკლე მიმოხილვა გააცნო და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც წლის განმავლობაში დაინერგა და განხორციელდა.

,,სპორტული შედეგებით წლევანდელი წელი ინდივიდუალურ სახეობებში უფრო წარმატებული იყო და 2013 წლის ძირითადი პრიორიტეტი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოისტებისა და მოჭიდავეების ხარჯზე მივიღეთ. ასევე მნიშვნელოვანი იყო გუნდურ სახეობებში ნაჩვენები შედეგები: მორაგბეთა წარმატება, მოფარიკავეთა წინსვლა, კალათბურთელთა მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე, ხელბურთის ეროვნული ნაკრების აღდგენა და საქართველოში პირველად მსოფლიო 19 წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვება" - განაცხადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

მან განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებზე და ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლები 2013 წელს ახალგაზრდებისთვის განხორციელდა.

,,სამინისტრომ განახორციელა მრავალი პროექტი, მათ შორის აღსანიშნავია ,,არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა", რომელიც მიზნად ისახავს არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას სპორტში აქტიური ჩართვით. პროექტის ,,იცხოვრე სპორტით, დარჩი ახალგაზრდა" ფარგლებში ქუჩის სავარჯიშო მოწყობილობების გასათავსებლად საქართველოს 9 ქალაქსა და რაიონში შეირჩა სპორტისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები, სადაც განთავსდება ქუჩის სპორტული ინფრასტრუქტურა და სავარჯიშ მოწყობილობები" - აღნიშნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

პრესკონფერენციას საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, სპორტული ფედერაციები და სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary