სალომე სულაბერიძის წიგნების პრეზენტაცია
24 დეკემბერი, 2013
სალომე სულაბერიძის წიგნების პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
რესტორაცია "დივანში" ახალგაზრდა პოეტის სალომე სულაბერიძის ორი წიგნის: ლექსების კრებულის "ღვთიურკალმური" და პოემის "კართაგეენია" პრეზენტაცია გაიმართა.

"ღვთიურკალმური" ლექსების პოემური კრებულია, სადაც ბიბლიურ პერსონაჟებს მითოლოგიური სახეები ენაცვლება, ისტორიულ შეჯახებებს - დემონები და ქიმერები. ჩანს მცდელობა ძველსა და ახალს შორის კავშირის აღდგენისა, პოეტი ცდილობს ნიუანსებში დაფარული ჭეშმარიტების გაცოცხლებას.

"კართაგეენია" ლირიკური პოემაა, რომელიც რედაქტორ გიორგი ლობჟანიძის შეფასებით "მითის პოეზიად ტრანსფორმაციის ძალზე წარმატებული მცდელობაა".

პიესას დრამატურგიული ნიშნებიც ახასიათებს, მისი თხრობის სტილი კი პოეტური ტონებისა და ობერტონების სინთეზს წარმოადგენს. 

საღამოს ისტორიკოსი ნიკა მაჭუტაძე უძღვებოდა, რომელმაც ემოციითა და აღფრთოვანებით აღწერა და შეაფასა პოეტის შემოქმედება, მიულოცა შესანიშნავი ორი ახალი წიგნის გამოსვლა და წარმატებები უსურვა. "ვგონებ, დამარცხებული არავინ არ დარჩება, არც მკითხველი და არც წასაკითხი" - განაცხადა მან საუბრის დასასრულს. 

დამსწრე საზოგადოებას მიმართეს პოეტმა შაკო ბაქრაძემ და ლელა კოდალაშვილმა, რომელიც "ღვთიურკალმურის" რედაქტორია. 

შაკო ბაქრაძემ ახალგაზრდა პოეტის წიგნები ასე შეაფასა: "ეს ის წიგნებია, რომლებიც დიდხანს ცხოვრობენ, შემდეგ ბერდებიან. დროთა განმავლობაში ეს წიგნები აუცილებლად იპოვის თავის მკითხველს".

პრეზენტაციის მიწურულს საღამოს მასპინძელმა ამონარიდები პოემიდან და რამდენიმე ლექსი აუდიტორიას თავად წაუკითხა.

სალომე სულაბერიძეს ჯერ მხოლოდ სამი წიგნი აქვს, მისი პირველი წიგნი "ჰამალი" 2011 წელს გამოქვეყნდა. სამივე წიგნი გამომცემლობა "საუნჯემ" დაბეჭდა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary