"სოფლის სოციოლოგთა კლუბი“ და ახალი წელი სოფელ ვაქირში
24 დეკემბერი, 2013
"სოფლის სოციოლოგთა კლუბი“ და ახალი წელი სოფელ ვაქირში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
28-29 დეკემბერს "სოფლის სოციოლოგთა კლუბისა" და საინიაციატივო ჯგუფის ხელმძღვანელობით ღონისძიება "ახალი წელი სოფლად" იგეგმება.

ამჯერად, კლუბი აღნიშნულ პროექტს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში ჩაატარებს. მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია საახალწლო სათამაშოების, ინვენტარის ან სხვა სახის მატერიალური რესურსის მიტანით. მოხალისეებს ასევე შეუძლიათ, ორგანიზატორებს შეუერთდნენ კრეატიული იდეებით. 

"კლუბს მსგავსი პროექტი ადრე არ ჰქონია, თუმცა, რამდენიმე ორგანიზატორს აქვს გამოცდილება ამ ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობის. წელს ეს პირველია და გვინდა, ტრადიციად ვაქციოთ. სოფელ ვაქირში სოციალურ-კულტურული ცხოვრება არ არის აქტიური, ამიტომაც ჩვენი ღონისძიებით ვგეგმავთ ამ სიცარიელის შევსებას. ვგეგმავთ სხვადასხვა სიმბოლური და სოციალური აქტივობის განხორციელებას. რაც შეეხება სოფელ ვაქირს, ჩვენმა მხარდამჭერმა ორგანიზაციამ შემოგვთავაზა ეს სოფელი, აქ არის მუზეუმი, რომელიც არის თითქმის უფუნქციო, ალბათ, ამ სოფლის არჩევა ამ უკანასკნელმა ფაქტორმა გადაგვაწყვეტინა" - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თემურ გუგუშვილმა.

იდეის განხორციელებაში "სოფლის სოციოლოგთა კლუბს" მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციები: "სამოქალაქო ინიციატივა - Сivil – Initiative", "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - The Greens Movement Of Georgia", "რეგიონული კინოს ასოციაცია", "მწვანე აკადემია" და "თსუ ეკო კლუბი".


პროექტის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიება: ხელნაკეთი სათამაშოების გაკეთება, საახალწლოდ სოფლის მორთვა, საახალწლო ფილმის ჩვენება ვასილ გოძიაშვილის მუზეუმში და მუსიკალური საღამო შოთა ადამაშვილთან ერთად.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary