თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით წინასაახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების მთავარი მიზანი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჩუქრების გაკეთება და მათთვის საახალწლო განწყობის შექმნა იყო. ღონისძიების დასასრულს გათამაშება გაიმართა. მასში მონაწილეობა თსუ-ს ყველა სტუდენტს შეეძლო. მათ დაურიგდათ ნომრები, რომლითაც პრიზებს იგებდნენ. თამაშდებოდა სხვადასხვა სახის პრიზი, მათ შორის ფასდაკლების ბარათები.
როგორც საღამოს ორგანიზატორმა თამუნა ბუაჩიძემ გვითხრა: "საღამომ კარგად ჩაიარა, უკმაყოფილო არავინ დარჩენილა, რადგან უამრავი პრიზი მიიღეს საჩუქრად".
"ძალიან მაგარი საახალწლო საჩუქარი გამომივიდა, აღფრთოვანებული ვარ, რადგან პირველად მოვიგე მსგავს გათამაშებაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თვითმმართველობას და მივესალმები მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას" - აღნიშნა ერთ-ერთმა გამარჯვებულმა სტუდენტმა ნანუკი ალიბეგაშვილმა.

სტუდენტ მერაბ ყუფარაძის თქმით, "ძალიან საინტერესო გათამაშება იყო, დიდი მადლობა თვითმმართველობასა და Shocksale-ს, რადგან სტუდენტებს განტვირთვის საშუალება მიეცათ. კარგი იქნება თუ მსგავსი ღონისძიებები ხშირად გაიმართება".