სამყაროსა და ტვინის განვითარება
25 დეკემბერი, 2013
  სამყაროსა და ტვინის განვითარება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა თეორიულ ფიზიკაში გია დვალმა და ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორმა ზაზა კოკაიამ საჯარო ლექცია გამართეს თემაზე - ,,სამყაროსა და ტვინის განვითარება".

ლექციის პირველ ნაწილში სამყაროს განვითარებაზე გია დვალმა ისაუბრა, ხოლო მეორე ნაწილში ტვინის განვითარებაზე მოხსენება ზაზა კოკაიამ წაიკითხა. 

გია დვალის მოხსენება ,,პლანკის" ექსპერიმენტის განხილვას ეხებოდა. მისი თქმით, ლექციის ძირითადი მიზანი მეცნიერების პოპულარიზებაა, რათა წარმოჩნდეს ის დიდი შრომა, რასაც მეცნიერული საზოგადოება დებს იმ შედეგების მისაღწევად, რამათ ახლა აქვთ. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვაზე სამყაროს წარმოშობის შესახებ, გია დვალმა ამგვარად უპასუხა: ,,მე ძალიან მომწონს სამყაროს წარმოშობა არაფრისგან".

ლექციის მეორე ნაწილში ტვინის განვითარებაზე ისაუბრა ზაზა კოკაიამ. მან განმარტა ტვინის განვითარების ეტაპებ, აღწერა ტვინის ფუნქციები და ტვინის უბნების როლი ამა თუ იმ ფუნქციის შესრულებაში. პროფესორმა,  აგრეთვე, ისაუბრა ღეროვანი უჯრედების ცენტრის ფუნქციონირება და უახლოეს წარსულში გამოქვეყნებულ ნაშრომზე, რომელიც ღეროვანი უჯრედების გადანერგვას ეხება. როგორც მან აღნიშნა, ეს ნაშრომი თერაპიული მნიშვნელობისაა, რადგან თუ კვლევებით მიღებული მონაცემების კლინიკაში დანერგვა მოხდა, შესაძლებელია ინსულტიანი პაციენტების დახმარება.

სტუდენტ თამთა ნეკაშვილის შეფასებით, განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ლექცია ორი ნაწილისაგან შედგებოდა: "პირველი - ფიზიკის სფეროს ეხებოდა, ხოლო მეორე - ბიოლოგიის. ორივე ნაწილი ძალიან საინტერესო ოყო, მაგრამ მე განსაკუთრებით ბიოლოგიის ნაწილს გამოვყოფდი, რადგან ფსიქოლოგი ვარ და განხილული თემები ჩემს პროფესიასთან უფრო ახლოს იყო. მე მივესალმები ამგვარ კონფერენციებს, ეს ყველაფერი მეცნიერების პოპულარიზაციას უწყოს ხელს".

როგორც სტუდენტმა ანა დურგლიშვილმა ჩვენთან საუბრისას თქვა: ,,ლექციის მეორე ნაწილი განსაკუთრებით საინტერესო იყო. რასაკვირველია, პირველი ნაწილიც მნიშვნელოვან თემებს მიეძღვნა, მაგრამ აღსაქმელად და გასაგებად გაცილებით რთული აღმოჩნდა".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary