“ჰიგიას” სპექტაკლი „ტყუილი გრძელ ფეხებზე”
25 დეკემბერი, 2013
        “ჰიგიას” სპექტაკლი „ტყუილი გრძელ ფეხებზე” ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა "ჰიგიამ" სპექტაკლი გამართა სახელწოდებით – "ტყუილი გრძელ ფეხებზე".

მასში მონაწილეობას იღებდნენ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები.

პიესა იტალიელი დრამატურგის ედვარდო დე ფილიპოს ნაწარმოებია. ის აგებულია სხვადასხვა ოჯახში არსებულ ტყუილებზე და იმ შედეგებზე, რასაც ეს ტყუილები საზოგადოებაში იწვევს. 

თეატრ "ჰიგიას" რეჟისორია ნათია გუჯაბიძე. მისი განცხადებით: "ეს სპექტაკლი მოგვითხრობს ტყუილებზე აგებულ ვითომ ბედნიერებაზე და მისი შინაარსი და დედააზრიც სწორედ იმას ნიშნავს, რომ მთავარი როლის შემსრულებელი ლიბერო ფინალში გამოდის და ამბობს: "დაე იყოს უბედური, ურჩევნია, ვიდრე ტყუილებზე აგებული ბედნიერებით იცხოვროს". ვფიქრობ, რომ ეს თემა ყოველთვის აქტუალურია, რადგან ტყუილი ყოველთვის იარსებებს ჩვენ გარშემო და რაც უფრო შევეცდებით, რომ ნაკლებად იყოს ეს, მით უფრო კარგი იქნება ჩვენი ცხოვრებისათვის". 

სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასი 2001 წლიდან არსებობს. როგორც დასის ერთ-ერთმა წევრმა ლუკა ქიქავამ აღნიშნა: "მე ვთამაშობ მოხუცს, რომელიც არის ძალიან მდიდარი, აქვს ძალიან ბევრი ფული და ანგარებით მოყავს ცოლად ახალგაზრდა გოგო. პიესას ვთამაშობთ მეორეჯერ, პირველად ვითამაშეთ თბილისის საერთაშორისო მოყვარულ სტუდენტურ თეატრალურ ფესტივალზე, რომელსაც ჰქვია "ნიღაბი 2013" და ახლა ამ წლის სეზონს ვხურავთ". 

მაყურებლების თეონა მამაგეიშვილისა და თამო სამსონიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს სპექტაკლი მათ უნივერსიტეტში ჩატარდა, რადგან ეს დიდი ხელოვნებაა და ნიჭიერი სტუდენტები იღებენ მონაწილეობას.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary