„საქართველო არ უნდა იყოს მხოლოდ რეგიონული დონის შემსრულებელი“
25 დეკემბერი, 2013
„საქართველო არ უნდა იყოს მხოლოდ რეგიონული დონის შემსრულებელი“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გრიგოლ ვაშაძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - ,,საქართველო და ეროვნული მდგომარეობა, საქართველო და ნატო".

შეხვედრის ინიციატორები და ორგანიზატორები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკისა და მეცნიერების დეპარტამენტი და სტუდენტთა ასოციაცია ,,კრეატივი" იყვნენ.

ლექციის მსვლელობისას მომხსენებელმა საქართველოს მთავრობის მუშაობასა და საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე შეადარა წინა და ახლანდელი მთავრობის მუშაობა საგარეო ურთიერთობათა სფეროში: ,,რუსეთმა საქართველოს ხელში ვერჩაგდებით  დაკარგა გეოსტრატეგიული მდგომარეობა და უპირატესობა სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ გვაქვს უნიკალური გეოსტრატეგიული მდებარეობა, სამხედრო, სავაჭრო და ეკონომიკის მხრივ. დიდ გაუნათლებლობად მიმაჩნია, როდესაც ამბობენ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მცირე მოსახლეობა ჰყავს, არ აქვს ის როლი და მნიშვნელობა, რაც სხვა ქვეყნებს. საქართველო თავისი გეოსტრატეგიული მდგომარეობითა და როლით  ძალზე მნიშვნელოვანია. მე მიმაჩნია, რომ საქართველო არ უნდა დავიდეს რეგიონულ მდგომარეობაზე, არ უნდა იყოს მხოლოდ რეგიონული დონის შემსრულებელი" - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, ,,თუ ჩვენ ამ ეტაპზე დავთმეთ თავისუფლება რაიმე გზით რუსეთთან, მას ვეღარ დავიბრუნებთ, ამის შანსი აღარ მოგვეცემა მეორედ. ეს პერიოდი საქართველოსათვის არის ისტორიული მომენტი და ამ 23-წლიანი ბრძოლის შედეგად უნდა მოხდეს ჩვენი საზღვრების გამთლიანება, გამტკიცება და სრული თავისუფლების მოპოვება,რაც მთავარია დეოკუპაცია".

როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელგუჯა ქავთარაძემ აღნიშნა: ,,მსგავსი პროექტები კვლავ გაგრძელდება, ეს იყო პირველი შეხვედრა ასეთ ფორმატში და კვლავ ვგეგმავთ მსგავს შეხვედრას სხვა პოლიტიკურ ფიგურებთან სხვადასხვა თემაზე, რომელიც უკვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მომავალი წლიდან".

ლექციაზე მიწვეულები იყვნენ, როგორც სოხუმის, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ლექციის შემდეგ შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary