სტუდენტთა ფოტოსურათების გამოფენა „ქარვასლაში“
26 დეკემბერი, 2013
სტუდენტთა ფოტოსურათების გამოფენა „ქარვასლაში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის ისტორიის მუზეუმში იური მეჩითოვისა და მაია დეისაძის სახელოსნოსთან არსებული ფოტოსკოლის სტუდენტთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.


გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტთა მიერ გადაღებული 150-მდე ფოტოსურათი განსხვავებული და მრავალფეროვანი თემებით. აქ ნახავთ პორტრეტებს, პეიზაჟს, რეპორტაჟებს, დოკუმენტურ და მხატვრულ ფოტოს, მინიმალისტურ ფოტოგრაფიას.
ღონისძიება შემოქმედებითი იმპროვიზაციის სახით წარიმართა. ხელმძღვანელებმა კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს. მონაწილეებმა საკუთარი ნამუშევრების შექმნის შესახებ ისაუბრეს და დამთვალიერებლების კითხვებს უპასუხეს.
ფოტოგრაფ გიორგი ედიშერაშვილის თბილისის პეიზაჟებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. მისი თქმით, "პეიზაჟები იმიტომ შევარჩიე, რომ უმრავლესობამ პორტრეტები და რეპორტაჟული ფოტოები წარმოადგინა, ვფიქრობ, განსხვავებული და გამორჩეულია ჩემი ნამუშევრები, ვეცადე, ისეთი ფოტოები გადამეღო, როგორიც ჯერ არ გადაუღიათ".
პროექტის მიზანია, წარმოაჩინოს ახალი რესურსი და თემატური სხვადასხვაობა. ამასთან დამთვალიერებელს შეუქმნას ნათელი წარმოდგენა თემატური ფოტოგრაფიის ხვალინდელი დღის შესახებ.
"ქარვასლა" ახალგაზრდა ფოტოგრაფთა ნამუშევრების გამოფენას 5 იანვრამდე უმასპინძლებს.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary