თსუ-ს პანთეონში იოსებ ყიფშიძის ნეშტი გადმოასვენეს
26 დეკემბერი, 2013
თსუ-ს პანთეონში იოსებ ყიფშიძის ნეშტი გადმოასვენეს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილისსახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის იოსებ ყიფშიძის ნეშტი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან გადმოასვენეს.

ცერემონიალს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა, უნივერსიტეტის აკადემიური წრის წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.

თსუ-ს რექტორმა იოსებ ყიფშიძის ნეშტის გადმოსვენების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოსთვის ისტორიული ფაქტი მოხდა: "პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებლები ერთმანეთის გვერდით, ამავე უნივერსიტეტის ეზოში პანთეონში განისვენებენ".

სტუდენტური მოძრაობა "ნარინჯისფერთა კლუბის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ლორთქიფანიძის თქმით, იოსებ ყიფშიძის ნეშტის გადმოსვენებით ისტორიული სამართლიანობა აღდგა, რადგან ყველა, ვისაც წვლილი მიუძღვის საუნივერსიტეტო კერის საფუძვლის ჩაყრაში, თსუ-ს პანთეონში უნდა იყვნენ დაკრძალულნი: "იოსებ ყიფშიძე 1919 წელს გარდაიცვალა, მაშინ უნივერსიტეტის პანთეონი არ არსებობდა და ამიტომ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, ახლა კი იგი განისვენებს იქ, სადაც რეალურად არის მისი ადგილი".

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა იოსებ ყიფშიძის პიროვნებასა და მის დამსახურებებზე ისაუბრა: "იოსებ ყიფშიძე საპატიო ქართველი ფილოლოგი და ენათმეცნიერია. მან დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი და გახდა ამ უნივერსიტეტის პრივატდოცენტი, კითხულობდა ქართული ენის კურსს. ის იყო გამგეობის სწავლული მდივანი და ქართული ენის პირველი პროფესორი". 

იოსებ ყიფშიძის ნაშრომებიდან აღსანიშნავია "დამატებითი ცნობები ჭანურის შესახებ" და "მეგრული ენის გრამატიკა ტექსტებითა და ლექსიკონით".

ნეშტის დაკრძალვის შემდეგ იოსებ ყიფშიძის სახელობის დარბაზში ეთერ ქავთარაძის ინიციატივით შედგენილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც იოსებ ყიფშიძის, ევგენია ეგაძე-ყიფშიძისა და დავით ყიფშიძის ჩანაწერებია თავმოყრილი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary