„თავისუფალი ასოციაციის“ პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
27 დეკემბერი, 2013
                                       „თავისუფალი ასოციაციის“ პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვებჟურნალ ,,თავისუფალი ასოციაციის" პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას სტუდენტები ესწრებოდნენ.

პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები, ძირითადად, სტაჟირების პროგრამის ირგვლივ დასვა დამსწრე აუდიტორიამ.

ჩვენთან საუბრისას ,,თავისუფალის ასოციაციის" წარმომადგენელმა მარიამ ჯავახიშვილმა აღნიშნა: ,,ბოლო თვეების განმავლობაში დავიწყეთ ჩვენი ჟურნალის პრეზენტაცია სხვადასხვა უნივერსიტეტში. პრეზენტაციები გვქონდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და დღეს უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტებს ვესაუბრეთ ,,თავისუფალი ასოციაციის" საქმიანობაზე, ასევე სტაჟირების პროგრამაზე. ვფიქრობ, ძალიან დააინტერესებთ, როგორც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე სხვა ფაკულტეტის სტუდენტებსაც, რადგან სტაჟირება არამხოლოდ პრაქტიკულ ჟურნალისტიკურ უნარებს ავითარებს, არამედ აჩვევს გამართულ კომუნიკაციასა. თავიდან მეც სტაჟირებით დავიწყე მუშაობა. აქ უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული უნარები შევიძინე, რომლის გარეშეც უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა არაფერია".

როგორც სტუდენტმა მაირიამ ქაჯაიამ გვითხრა: ,,კარგი იქნება, თუ კიდევ ჩატარდება პრეზენტაცია. არიან სტუდენტები, რომელთაც უნდათ სტაჟირება გაიარონ სადმე და არ იციან, რომ არსებობს ამის შესაძლებლობა. როცა კვლავ გამოცხადდება სტაჟიორთა მიღება, ვაპირებ გავაგზავნო რეზიუმე, ეს ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა".


ჟურნალი 2012 წლის 1 ნოემბრიდან გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში. ჟურნალს ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველო" აფინანსებს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary