„წიგნის მეგობრების“ საქველმოქმედო აქცია
27 დეკემბერი, 2013
 „წიგნის მეგობრების“  საქველმოქმედო აქცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ახალგაზრდულ მოძრაობა "დავითიანთან" არსებულმა ინტელექტუალურმა კლუბმა "წიგნის მეგობრებმა" ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის წინასაახალწლო აქცია გამართა.

აქციის ორგანიზატორები დღეს მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ესტუმრნენ და ბავშვებს საჩუქრები გადასცეს. 

"წიგნის მეგობრების" წევრისა და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის რუსუდან ქოქაშვილის თქმით, "ჩვენ რამდენიმე თვის  წინ შევხვდით ამ ბავშვებს, რომელთაც ვთხოვეთ ჩამოეწერათ ყველა ის წიგნი, რომელიც მათ საახალწლოდ გაახარებდათ. შემდეგ ეს სია "ფეისბუკის" ჩვენს გვერდზე განვათავსეთ და მსურველებმაც ოფისში მოგვიტანეს ის წიგნები, რომლებიც მათ მოეპოვებოდათ. ძალიან სასიამოვნო დღეა, რადგან შევძელით წინასაახალწლოდ ამ ბავშვების გამხიარულება და ჩვენც ბედნიერები ვართ მათთან ერთად. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "წიგნის მეგობრები" 2014 წლიდან უფრო მეტ შემეცნებითს და საინტერესო პროექტს შესთავაზებს ახალგაზრდებს".

აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო 27 დეკემბრამდე. გარდა მსურველებისა, ღონისძიებას გამოეხმაურნენ "ბიბლუსი", სკოლა "ასფურცელა", პეკინზე მდებარე წიგნის სახლი   და "პროკრედიტ ბანკი" , რომელთაც სხვადასხვა წიგნი მიაწოდეს ორგანიზატორებს.

საჩუქრების გადაცემის შემდეგ ბავშვების გახალისებაზე "ნევერ ლენდის" ზღაპრულმა გმირებმა იზრუნეს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary