„მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ საქმიანობის მიმოხილვა
28 დეკემბერი, 2013
 „მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ საქმიანობის მიმოხილვა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია "მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" ერთწლიანი საქმიანობის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

"მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის რევაზ ცნობილაძის განმარტებით, ორგანიზაციის მიზანი სტუდენტების, მოსწავლეთა და ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების დონისა და ცნობიერების ამაღლებაა.

"ჩვენი ორგანიზაციის მიზანია საქართველოს სკოლებში სამოქალაქო განათლების პროგრამების, სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა. ცენტრის ინტერესთა სფერო საზოგადოებრივი ცხოვრების შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: არაფორმალური განათლება და მისი განვითარების ხელშეწყობა; რეგიონული განვითარება და გარემოსდაცვითი ღონისძიებები; კვლევითი, სამეცნიერო და შემოქმედებითი ღონისძიებების უზრუნველყოფა; საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება" - განაცხადა რევაზ ცნობილაძემ. 

ორგანიზაცია ერთი წლის წინ შექმნა, მაგრამ აქტიური საქმიანობა მხოლოდ ნახევარი წელია, რაც დაიწყო. ამ ხნის მანძილზე მათ რვა პროექტი განახორციელეს და მათში 150-მდე ახალგაზრდა ჩართეს. 

პროექტთა შორის იყო "ახალგაზრდობის თვალით დანახული პოლიტიკა". მის ფარგლებში სტუდენტებისათვის ორგანიზებული იყო სასწავლო კურსი პოლიტიკურ იდეოლოგიაზე, კერძოდ კი, სოციალიზმსა და ლიბერალიზმზე.

"მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" ინიციატივას წარმოადგენდა ახალგაზრდებისათვის ჩატარებული ესეების კონკურსი "იაზროვნე, წერე ესე". სწორედ მისი გამარჯვებულების დაჯილდება გაიმართა პრეზენტაციის დასასრულს. პირველი ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა რევაზ დეკანოსიძემ დაიკავა. მას მთავარი პრიზის სახით ელექტრონული წიგნების საკითხი მოწყობილება "Kindle" გადაეცა. ფასიანი საჩუქრები ასევე გადაეცათ მეორე და მესამე ადგილზე გასულ სტუდენტებს, ხოლო კონკურსის დანარჩენ მონაწილეებს - საპატიო სიგელები.

ღონისძიების ბოლოს ორგანიზაციის თავმჯდომარე რევაზ ცნობილაძემ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო "მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" სამომავლო გეგმები.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary