არასამთავრობო ორგანიზაციამ “ადამიანი, კანონი, თავისუფლება” არასრულწლოვანთა კოლონია მოინახულა
30 დეკემბერი, 2013
არასამთავრობო ორგანიზაციამ “ადამიანი, კანონი, თავისუფლება” არასრულწლოვანთა კოლონია მოინახულა და მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცა.

ვიზიტის მიზანი, გარდა არასრულწლოვან პატიმართა დასაჩუქრებისა, კოლონიის ინფრასტრუქტურისა და პატიმართათვის საჭირო ყოფითი პირობების ნახვა გახლდათ.

არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჭულუხაძემ, კოლონიის მონახულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ წიგნებით, ტკბილეულითა და წვენებით დასაჩუქქრებული არასრულწლოვანები იმაზე თბილად დახვდნენ სტუმრებს ვიდრე ისინი მოელოდნენ და ხაზი გაუსვა მათ კომუნიკაბელურობას.

გიორგი ჭულუხაძემ საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მსჯავრდებულებისათვის ძალიან კარგი პირობებია კოლონიაში. მათ აქვთ ძალიან კარგი ბიბლიოთეკა, სავარჯიშო დარბაზი და აქვთ ასევე ტელევიზორი. ერთადერთი რაც აკლიათ და სურთ, ეს არის ცნობილ პიროვნებებთან შეხვედრა და საუბარი.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary