დაპირისპირება საპატრიარქოს წინ
08 იანვარი, 2014
დაპირისპირება საპატრიარქოს წინ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დღეს საპატრიარქოსთან პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრებების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა.

აქციამ ინციდენტით ჩაიარა. საზოგადოების ერთი ნაწილი ეპისტოლეს იმ ნაწილს აპროტესებდა, სადაც საუბარია ხელოვნურ განაყოფიერებასა და სექსუალურ უმცირესობებზე, ხოლო ნაწილი მხარს უჭერდა პატრიარქის ეპისტოლეს. 

შეკრება სიტყვიერი შელაპარაკით დაიწყო, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სიტუაციას მობილიზებული პოლიცია აკონტროლებდა. მათ აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს. 

აქციის "პროტესტი პატრიარქის ეპისტოლეს" ორგანიზატორმა ეკა ჭითანავამ ჩვენთან საუბარში განცხადა: "მინდა, პროტესტი გამოვხატო პატრიარქისა და საპარტიარქოს მიმართ, იმ სიძულვილის ენის მიმართ, რაც იყო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში. გვსურს, მხარდაჭერა გამოვხატოთ ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი ბავშვებისა და სექსუალური უმცირესობების მიმართ". 

არასამთავრობო ორგანიზაციის "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი" წარმომადგენლის ცირა გავაშელის თქმით: "მოვედი, რომ პატრიარქს დავუჭირო მხარი. მე არავის უფლებებს არ ვლახავ, მაგრამ ასე გალანძღო ეპისტოლე, მიუღებელია".




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary