არგენტინელი მაესტრო თბილისში
08 იანვარი, 2014
გალერეა
არგენტინელი მაესტრო თბილისში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის ტანგოს საზოგადოება არგენტინული ტანგოს სპეციალისტს, ოქსფორდის არგენტინული ტანგოს სკოლის ხელმძღვანელს, არგენტინელ დანტე კულკოის მასპინძლობს.

მაესტრო 4 დღის მანძილზე ჩაატარებს გაკვეთილებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. გაკვეთილები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, დახვეწოს ცეკვის ტექნიკა ტანგოს გამოცდილ სპეციალისტთან. მეცადინეობებს როგორც ახალგაზრდა, ასევე შუახნის მოყვარული მოცეკვავეები ესწრებიან. 

ჩვენთან საუბრისას დანტე კულკოიმ აღნიშნა, რომ მას ძალიან აინტერესებს ტანგოს ქართველ მოცეკვავეებთან შეხვედრა: ,,სამი წლის წინ ინტერნეტში ვნახე ქართული ნაციონალური ცეკვა. ბევრი ბიჭი ცეკვავდა, ტრიალებდა და ნახტომებს აკეთებდა. პირადად ქართველ მოცეკვავეებთან შეხება ჯერ არ მქონია და მოუთმენლად ველი".

როგორც თბილისის ტანგოს საზოგადოების ერთ-ერთ დამფუძნებელ და პედაგოგ ლევან გომელაურ ჩვენთან საუბრისას განაცხადა: ,,აქ სხვადასხვა პროფესიისა და ეროვნების წარმომადგენელი მოყვარული მოცეკავეები იკრიბებიან და საინტერესო საღამოები გვაქვს. არგენტინული ტანგო სრული იმპროვიზაციაა. ესაა ვაჟის მიერ ქალისთვის იმის შეთავაზება, თუ როგორ განახორციელოს ილეთი, თუკი წამოყოლას აპირებს. ჩვენთან ხშირად ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები და ვატარებთ გაკვეთილებს. დღეს და შემდეგი სამი დღის განმავლობაში არგენტინელ სპეციალისტს ვმასპინძლობთ".

მოყვარული მოცეკვავე ბექა გომელაური: ,,აქ კვირაში სამჯერ ვიკრიბებით და ვცეკვავთ არგენტინულ ტანგოს იმ წესების მიხედვით, რაც არის ბუენოს-აირესში მილონგაზე. ტანგოში არ არსებობს რაღაც ერთი წერტილი, რომელსაც მიაღწევ, რადგან ტანგო დადგმული არ არის და სულ გაქვს შესაძლებლობა, დაიხვეწო, მუდმივ სრულყოფაში ხარ".

11 იანვარს 21 საათზე ,,ბეთ ჰაიმში" გაიმართება მილონგა დანტე კულკოის მონაწილეობით.


ფოტო თემურ გუგუშვილი

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary