მერიასთან აქციას მუსიკოსებიც შეუერთდნენ
10 იანვარი, 2014
                       მერიასთან აქციას მუსიკოსებიც შეუერთდნენ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ორგანიზაციამ "პარტიზანული მებაღეობა თბილისში" მერიის წინ კიდევ ერთხელ გამართა აქცია "გადავარჩინოთ ვაკის პარკი".


აქციის ორგანიზატორები და იქ შეკრებილი მოქალაქეები მოითხოვდნენ მწვანე საფარის განადგურების შეჩერებას ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გამწვანებული ტერიტორიების გასხვისების აკრძალვასა და მათზე სამშენებლო ნებართვის გაცემას.

"ჩვენ მოვითხოვთ უკვე გაცემული ნებართვის მოქმედების შეჩერებას არამარტო ამ კონკრეტულ სიტუაციაში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. იმიტომ, რომ გახშირდა სამთავრობო წარმომადგენლებისგან ახსნა–განმარტება იმის თაობაზე, რომ მერია ამაზე პასუხს არ აგებს, რადგან ესა თუ ის ტერიტორია კერძო მფლობელობაშია, როცა ვიცით, რომ მერიის მიერ არის გასხვისებული" – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ლევან კალანდარიშვილმა.

მერიასთან მისული მოსახლეობა ხმამაღალი მუსიკითა და ტრაანსპარანტებით მოუწოდებდა გამვლელ საზოგადოებას, რომ აქციას შეერთებოდნენ. მოსახლეობა და "პარტიზანული მებაღეობა თბილისში" გამოვიდა ინიციატივით, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი, სანამ ადმინისტრაციულ ორგანოებთან არ შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდება ეკოლოგებით, ურბანისტებით, იურისტებით, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, დაინტერესებული ფიზიკური პირებით და სხვა.

"დღეს აქ მოსული ვარ ჩემს შვილებსა და კოლეგებთან ერთად, რათა გამოვხატო პროტესტი ამ უკანონობის წინააღმდეგ. სამსახურიდან სპეციალურად გავეთავისუფლეთ იმისთვის, რომ აქ მოვსულიყავით. ხმა უნდა ავიმაღლოთ, უფრო მეტნი უნდა მოვიდეთ, რომ დაინახოს ხელისუფლებამ ჩვენი პროტესტი" – განაცხადა აქციის მონაწილე მარიამ ფარცვანიამ.

აქციის მიმდინარეობისას სცენაზე გამოდიოდნენ სხვადასხვა ჯგუფი და შემსრულებელი.

საპროტესტო გამოსვლაზე მისული ბაკურ ბურდულის თქმით, "აქ ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად იმიტომ, რომ ჩემი მოქალაქეობრივი ვალი აღვასრულო და დავუდგე ჩემს ხალხს გვერდით და გამოვხატო პროტესტი ამ უკანონობის წინააღმდეგ".

შეგახსენებთ,რომ პარტიზანული მოძრაობის ინიციატივით ვაკის პარკის ტერიტორიაზე ინტენსიურად გრძელდება მორიგეობა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary