,,ქართველ მეფეთა პორტრეტების’’ გამოფენა
13 იანვარი, 2014
გალერეა
,,ქართველ მეფეთა პორტრეტების’’ გამოფენა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში აკადემიის პროფესორის, ქართველი მხატვრის, გიორგი გეგეჭკორის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ შექმნილი 30-მდე ნამუშევარი, რომელიც მხატვარმა 20 წლის განმავლობაში შექმნა. კერძოდ, გამოფენილი იყო: ქართველი მეფეების, დიდგვაროვნების, სახელოვანი ადამიანებისა და წმინდანების პორტრეტები. ეს მხატვრის რიგით მე-7 გამოფენაა.

ექსპოზიციის გახსნა ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. აქ რიგით დამთვალიერებლებთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსები იყვნენ.

საღამოზე საფუძველი ჩაეყარა ,, აკადემიის გადარჩენისა და აღორძინების ფონდს’’, რომლის სამომავლო საქმიანობა აკადემიის პრობლემების მოგვარებას მიეძღვნება.

ღონისძიება ანსამბლ ,,ერისიონის’’ ახალგაზრდულმა ტალღამ გახსნა და შემდეგ სიტყვით ხელოვნებათმცოდნეები და პოლიტიკოსები გამოვიდნენ. თავად მაესტრომ გამოსვლაში აღნიშნა: ,,აპოლონ ქუთათელაძემ ხრუშოვის დროს გადაარჩინა აკადემია, დღეს არც ხრუშოვია და არც საბჭოთა კავშირი, სირცხვილი იქნება თუ აკადემიას არ გადავარჩენთ’’. გეგეჭკორმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს უშუალოდ სთხოვა მონაწილეობა მიეღო აკადემიის დახმარების საქმეში.
,,მე ბევრ დაპირებას არ მოგცემთ, მაგრამ კულტურის მინისტრთან ერთად მაქსიმალურად ვეცდები ამ და მსგავსი სახის პრობლემების მოგვარებას. შემზარა იმან, რომ კედლებზე ბზარია’’- განაცხადა ნოდარ ხადურმა.

დამთვალიერებელ ალექსანდრე ჩახვაძის თქმით: ,, ძალიან კარგი საღამო იყო. დღევანდელი გამოფენით ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ ჩვენივე დიადი წარსული. ძალიან კმაყოფილი ვარ. საწყენია, რომ აკადემიას ამდენი პრობლემა აქვს. 9 წლიანი უყურადღებობის შედეგია ეს , მაგრამ იმედია, ყველაფერი გამოსწორდება. ნიჭს ხელშეწყობა სჭირდება ყოველთვის და ის არ დაიკარგება’’.

გიორგი გეგეჭკორის პერსონალური გამოფენა სამხატვრო აკადემიაში 18 იანვრამდე გაგრძელდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary