პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ფუნქციურად დატვირთული თეატრები, წლის ყველაზე პროდუქტიული მსახიობები, რეჟისორები, პრემიერებით გამორჩეული თეატრები, საუკეთესო მასპინძელი თეატრები. აღსანიშვნავია, ასევე ისიც, რომ სტატისტიკური კვლევები მხოლოდ მეორე წელია რაც ტარდება ამ სფეროში და მისი ორგანიზატორია ლაშა ჩხარტიშვილი.
2013 წელის განმავლობაში საქართველოს 37 თეატრში გაიმართა 3530 წარმოდგენა, ამასთან დედაქალაქის თეატრებში 2297, ხოლო რეგიონების 19 თეატრში 1243 სარეპერტუარო წარმოდგენა. კვლევის შედეგად დაგინდა ფუნქციურად დატვირთულ თეატრები თბილისში ესენია: მოზარდ მაყურებელთა თეატრი, მარჯანიშვილის, თავისუფალი, რუსთაველის, თოჯინების, თუმანიშვილის და გრიბოედოვის თეატრები ასევე წარმოდგენილი იყო ფუნქციურად დატვირთული თეატრები რეგიონებშიც.
წლის ყველაზე პროდუქტიულ, როგორც სამხატვრო, ასევე თავისუფალი რეჟისორებად დასახელდნენ: პაატა ციკოლია, ელენე მაცხონაშვილი, მამუკა ცერცვაძე, დავით მღებრიშვილი, სოსო ნემსაძე, გიორგი სიხარულიძე, ავთო ვარსიმაშვილი, ლევან წულაძე, დავით მაცხონაშვილი და გიორგი შალუტაშვილი.
თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა აღნიშნა: „უკვე მეორე წელია რაც ტარდება ეს შემაჯამებელი სტატისტიკური კვლევა. კვლევის დროს ინფორმაციის მოპოვება რთულია, მაგრამ ჩვენი საქმიანობა სწორედ ეს არის და მომავალშიაც განვაგრძობთ, მთავარია, კულტურის სამინისტრო დაგვიდგეს გვერდით“-განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის ხელმძღვანელმა ირინა ღოღობერიძემ აღნიშნა: „საინტერესო კვლევას აკეთებს თანამედროვე ქართული კვლევის ცენტრი, რომლის სულის ჩამდგმელია ლაშა ჩხარტიშვილი. ეს არის სტატისტიკა, რომელიც დარჩება ქართული თეატრის ისტორიაში. დღეს ქართული თეატრი აქტიურია. ჩვენს თეატრს აქვს ერთი უნარი, ის ყოველთვის არის დროსთან ერთად და ის ყოველთვის არის დროის წინააღმდეგ, თუ ის მას არ აწყობს. ამდენად სტატისტიკაც არის ამ გზის მაჩვენებელი და ეს ახალი სვლაა“.