ნინო სადღობელაშვილის ახალი პროზაული კრებული
16 იანვარი, 2014
ნინო სადღობელაშვილის ახალი პროზაული კრებული ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გამომცემლობა ''ინტელექტში'' ნინო სადღობელაშვილის ახალი პროზაული კრებულის ''იასამნის სეზონი'' პრეზენტაცია გაიმართა.
''იასამნის სეზონი'' ნინოს პირველი წიგნი არა არის. ახალგაზრდა მწერალი და პოეტი უკვე რამდენიმე წიგნის ავტორია. მისი ყველაზე ცნობილი მოთხრობა ''ბამბაზიის სამოთხეა“, რომელზეც რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ ფილმი გადაიღო.

ახალ კრებულში უკვე გამოქვეყნებული და ახალი მოთხრობები შევიდა. როგორც ნინო ამბობს, თითოეული მათგანი გამოძახილია დღევანდელობაზე: ''პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო გამომცემლობა ''ინტელექტს'', ამ მოთხრობების თავმოყრის საშუალება რომ მომცა. ''იასამნის სეზონი'' ერთ-ერთი მოთხრობის სათაურია. თემატიკა ჩვეულებრივია - სიყვარული, თავისუფლება. საერთოდ შეუძლებელია, შემოქმედმა გვერდი აუაროს თავის დროს. ყველა შემოქმედი თავისი დროიდან გამომდინარეობს. არის თემები, რომლებიც ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. საბოლოო ჯამში, ისე ხდება ხოლმე, რომ ლიტერატურა უფრო მეტ სიმართლეს ამბობს, ვიდრე პოლიტიკოსები, საზოგადოება. მომავალმა თაობამ კი უნდა წაიკითხოს ლიტერატურად ქცეული სიმართლე''.

''ინტელექტის'' მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია ნინოსთან თანამშრომლობით კმაყოფილია: ''ნინო სადღობელაშვილი ჩვენი გამომცემლობის ერთგული ავტორია. ჩვენ მისი ოთხი წიგნი გამოვეცით და მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ვფიქრობ, ეს კრებული მნიშვნელოვანი შენაძენია თანამედროვე ქართული მწერლობისთვის, დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ქართველ მკითხველზე თემების მრავალფეროვნებით. ნინოს აქვს თავისი სათქმელი, თემები და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ენა''.

ნინო სადღობელაშვილი ამჟამად ახალ რომანზე მუშაობს, რომელიც წლის ბოლომდე გამოიცემა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary