,,კულტურული დიალოგი “ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
17 იანვარი, 2014
       ,,კულტურული დიალოგი “  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით ,,საქართველო-თურქეთი, კულტურული დიალოგი".

ღონისძიების ფარგლებში შედგა კარადენიზ ერეგლის ხელოვნების კოლეჯის პედაგოგის, მხატვარ ადნან თურანისა და მისი მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა-პერფომანსი.

თავად ოსტატის ნახატებში პეიზაჟები ჭარბობს, ხოლო შეგირდებმა უმეტესად პორტრეტები წარმოადგინეს.

მხატვარმა დამსწრე აუდიტორიის თვალწინ შექმნა ნახატი, რომელიც ლოტოტრონის პრინციპით გათამაშდა და ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა მოიგო. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგის, ორგანიზაცია ,,ფემინ არტის" საქართველოს ფილიალის დირექტორის ლელა გელეიშვილის თქმით: ,,თურქეთის მხარის წარმომადგენლები ჩვენთან, უნივერსიტეტში, სახვითი ხელოვნების განყოფილებაში აპირებენ სწავლის გაგრძელებას. ძალიან მოსწონთ ჩვენი სკოლა და ბევრ რამესაც სწავლობენ ჩვენგან. ხშირად გვაქვს ასეთი გაცვლითი პროგრამები, აგვისტოში მიწვეულნი ვართ სტამბულთან ახლოს მდებარე ქალაქ ჰერაკლიაში, სადაც პედაგოგები და სტუდენტები გავემგზავრებით".

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიდან ორი მათგანი საჩუქრად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა.

ღონისძიება საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფემინ არტის" საქართველოს ფილიალისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა.

გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary