ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "საუკეთესო ქართული რომანის" გამარჯვებულების: ჯაბა ზარქუასა და ანა კორძაია-სამადაშვილის ლექციები გაიმართა თემაზე - "გმირი" და "2084".
მომხსენებლებმა ისაუბრეს ლიტერატურულ გმირზე, თუ როგორი იყო გასულ საუკუნეში და პარალელი გაავლეს თანამედროვე ლიტერატურულ გმირთან.
"არსებობენ გმირთა შორის გმირები – ესენი არიან ომში დაღუპული მეომრები. მათ ბოლო წუთამდე არ მიუტოვებიათ თავიანთი პოზიციები, იარაღი ხელიდან არ გაუგდიათ და იმის მიუხედავად, რომ მტერი ძლიერი იყო, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილან. ისინი ხომ თავდაუზოგავად იბრძოდნენ და სწორედ ქვეყნის ღირსებისა და მტრის იერიშების მოგერიებისას მოხვდათ ტყვია – თვალთ დაუბნელდათ. დახუჭეს თვალები და მოხვდნენ უსასრულობაში, იქ, სადაც არაა ომი და ბედნიერება მარადიულია, მაგრამ მიწაზე რჩებათ საყვარელი ადამიანები და საუკუნო, გმირული სახელი, რომელსაც მათი ახლობლები თუ შთამომავლობა ამაყად გაიხსენებს" - აღნიშნა ჯაბა ზარქუამ.
ჯაბა ზარქუა მონაწილეობდა სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსში, 2009 წელს გახდა ლიტერატურული კონკურსის "ალუბლობა 2009" პირველი პრემიის მფლობელი, 2010 წელს ლიტსახელების კონკურსში "მეტრო" მოიპოვა პირველი ადგილი. მისი მოთხრობები შესულია კრებულებში: "წერო", "თხუთმეტ-თხუთმეტი" და "15 საუკეთესო". 2011 წელს კი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" მისი მოთხრობების პირველი კრებული "ვარმშტადული პარადოქსი" გამოსცა.
ლექცია 2 საათს გაგრძელდა.