საშობაო მინიჰაკათონი
18 იანვარი, 2014
     საშობაო მინიჰაკათონი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრისა და "თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის" ორგანიზებით რიგით მეხუთე საშობაო მინიჰაკათონი, ანუ მარათონი კოდირებაში ჩატარდა.


პროექტის მიხედვით, მონაწილეებს უნდა შეექმნათ ისეთი აპლიკაციები, რომლებიც პასუხობენ ადგილობრივ და რეგიონულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებსა და ინტერესებს.


ჰაკათონის დასრულების შემდეგ თითოეული გუნდი წარდგა სპეციალური ჟიურის წინაშე, რომლებმაც მონაწილეები შეაფასეს და გამოავლინეს გამარჯვებული. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ICT და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქაშიბაძე, საქართველოს უნივერსიტეტის კარიერული წინსვლისა და სტუდენტურ საქმეთა ცენტრის პრეზიდენტი გიორგი ყანჩაველი და Google-ის დეველოპერების ჯგუფის მენეჯერები: გიორგი კინწურაშვილი და მიხეილ ბერიანიძე.
კონკურსში გამარჯვებულმა გუნდმა მიიღო Google-ის აქსესუარები.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary